ფაილებში არის ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრები - ნოდარ მელაძე

13.09.21 16:16
ფაილებში არის ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრები - ნოდარ მელაძე

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გამომძიებელი ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ  სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო ფაილებში მისი სატელეფონო მოსმენის შიფრები აღმოაჩინა: 

ამ ფაილებში არის ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრები, ჩემი და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი/Bishop of Bodbe Jakob, ჩემი და მამა Andria Saria, ჩემი და მეუფე ნიკოლოზის. 
მამა ანდრიას ვესაუბრე watsup- ით ძალიან ბევრი ჟურნალისტის საუბრებია ამ ფაილებში, მათ შორის ჩემიც, დაურეკე კომენტარი გვინდა თქო Andria Saria 
მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ნდობით აღჭურვილ სასულიერო პირს, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ტელეკომპანია ,,ტვ პირველის" ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ აცნობა, რომ მ/წლის 25 სექტემბერს ჭყონდიდობის დღესასწაულზე წირვის დასრულების შემდგომ, ამბიონიდან მრევლს მიმართა ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაია ჭანტურიამ, რა დროსაც შეეხო პ.ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწეობას და შეაფასა დადებითად. ნ.მელაძის თქმით, ფაქტმა გამოიწვია ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის აღშფოთება, რომელმაც ი.ჭანტურია ამბიონიდან ჩამოიყვანა იძულებით და მათ შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება - წერს მელაძე. 

ინტერნეტში გავრცელდა ფაილები, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ ეს სუს-ის მოსმენების ამსახველი დოკუმენტებია.