სინამდვილეში მათ მოძღვრებს უსმენენ და ამასთანავე აღსარების საიდუმლოსაც არღვევენ - გია ხუხაშვილი

13.09.21 16:34
სინამდვილეში მათ მოძღვრებს უსმენენ და ამასთანავე აღსარების საიდუმლოსაც არღვევენ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფარული მოსმენების სკანდალს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნება" მოძღვარსაც უსმენს და აღსარების საიდუმლოსაც არღვევს. 

დაინგრა ღარიბაშვილის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი - ,,ქართული ოცნება" იცავს ქართულ ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს, ურწმუნო ოპოზიციისგან.
ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ უსმენდა და აკონტროლებდა, არამედ უფრო იმიტომ, რომ ვერ დაიცვა.
მრევლი გაბრაზებულია იმიტომ, რომ ღარიბაშვილის ლაქუცი ეკლესიის მიმართ ფარისევლობა აღმოჩნდა და სინამდვილეში მათ მოძღვრებს უსმენენ და ამასთანავე აღსარების საიდუმლოსაც არღვევენ.
,,ქართული ოცნების" ამომრჩეველო, თუ სადმე ხარ კიდევ, შემეხმიანე - წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

 გუშინ ინტერნეტში სავარაუდოდ სუსი-ს ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა საიდუმლო ფაილები, სადაც ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო თვალთვალის ფაქტები და დოკუმენტები.