თუ ვინმე ჩანაწერებს აკეთებდა, ეს იყო "ნაცმოძრაობა" - ვოლსკი

13.09.21 16:34
თუ ვინმე ჩანაწერებს აკეთებდა, ეს იყო "ნაცმოძრაობა" - ვოლსკი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის, თქმით, ფარულ თვალთვალს სასულიერო პირების და ჟურნალისტების მიმართ "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებდა. ვოლსკი ფაილებით შანტაჟში ოპოზიციას ადანაშაულებს. 

თუ ვინმე ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების  მონაზვნების, მღვდლების, ჟურნალისტების, მათ შორის, თქვენი, ეს იყო "ნაცმოძრაობა".  ეს ფაილები არსებობს, არსად გამქრალა და ერთადერთი, რაც მიმაჩნია, რომ შეცდომა იქნა დაშვებული, არ უნდა განადგურებულიყო კასრებში მოთავსებული ათასობით მტკიცებულება არაადამიანური ქმედებების და ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, მათ შორის ის, რომლითაც ადამიანებს აშანტაჟებდნენ, ეს ფაილები არსებობს, ეს ფაილები გატანილია და იმ ადამიანების ხელშია დღეს, რომლებიც აშანტაჟებდნენ და განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას", - თქვა გია ვოლსკიმ.