მინდა, შევთავაზო დებატები კალაძეს "იმედის" ტელეკანალზე, პარტიულ ტელევიზიაში - გახარია

13.09.21 17:00
მინდა, შევთავაზო დებატები კალაძეს  "იმედის" ტელეკანალზე, პარტიულ ტელევიზიაში - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, კახი კალაძეს "იმედის" ეთერში დებატებს სთავაზობს. ის ასევე დებატებში იწვევს ენმ-ს კანდიდატს, ნიკა მელიასაც. 

მივმართავ კახი კალაძეს, ნიკა მელიას, მოდით, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები პირისპირ ერთი ერთზე იმისთვის, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, მიიღონ სწორი არჩევანი. როგორც ჩანს, კახი კალაძეს დისკომფორტი აქვს სხვა ტელევიზიებში სიარულის, ამიტომ მინდა, შევთავაზო თბილისის დღევანდელ მერსდებატები პირისპირ "იმედის" ტელეკანალზე, პარტიულ ტელევიზიაში და იმედი მაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებ დადებით პასუხს, ისევე როგორც ნიკანორ მელიას მინდა, შევთავაზო ასევე პარტიულ ტელევზიიაში "ნაციონალური მოძრაობის"  მთავარ არხზე, ერთი-ერთზე, პირისპირ მოვაწყოთ დებატები", - ამბობს გახარია.