ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ფარული მოსმენების სკანდალს ეხმიანება. ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, ცუდია, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მაგრამ ტელევიზიები ხშირად ამბებს ,,ქმნიან".
ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
ისე, ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები "იქმნება" და არა უბრალოდ შუქდება.
ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება.
ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ. - წერს სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძე.
ინტერნეტში სასულიერო პირების სატელეფონო საუბრების ამსახველი დოკუმენტები გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ატვირთა.