ბიძინა ივანიშვილი არის ქართული პოლიტიკის დემნა გვასალია - ზურაბ გურული

13.09.21 17:26
ბიძინა ივანიშვილი არის ქართული პოლიტიკის დემნა გვასალია - ზურაბ გურული

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ქირურგი და მწერალი, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული საიდუმლო ფაილების სკანდალს ეხმაინება.  ზურაბ გურული ვარაუდობს, ამ ყველაფრის შემომქმედი ბიძინა ივანიშვილია.

გათენდა ამერიკაში. სანამ ყავა იხარშებოდა, ქართულ ფეისბუქს გადავხედე.
ნიგერიელი მერობის კანდიდატს უგანდელი დამკვირვებელი დააკვირდებაო. ბელორუსიის კგბ ცესკო-ში ხმის დათვლებს გადაამოწმებსო.
ვიღაც დაფანჩული ეპისკოპოსი ლუგარის შესახებ ფსბ-ს ინფორმაციას აწვდიდაო; პრინციპში ზოგიერთი ექიმი ბაქტერიას და ვირუსს ვერ არჩევს ერთმანეთისგან და რა გასაკვირია, მღვდლები რომ ჩაერთნენ მიკრობიოლოგიურ დაზვერვაში 🤔მერე საწყალი ჯასტინა ბიბერის ფოტოს წავაწყდი, სამადლოდ შეკედლებული სოფლელი ნათესავივით რომ ჰყავდა გამოწყობილი ბალენსიაგას და უცებ მივხვდი, რომ

ბიძინა ივანიშვილი არის ქართული პოლიტიკის დემნა გვასალია. - წერს სოციალურ ქსელში ზურა გურული. 

გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სასულიერო პირების საუბრების ამსახველი ფაილები, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ატვირთა.