ჩემს ნარკოტესტზე მზადდებოდა პროვოკაცია, ჩავაბარებ თმის ანალიზს - გახარია

13.09.21 17:26
ჩემს ნარკოტესტზე მზადდებოდა პროვოკაცია, ჩავაბარებ თმის ანალიზს - გახარია

პარტია "ქართველოსთვის" თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია, ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მისი ნარკოტესტის გაყალბებასა და პროვოკაციას აპირებდა. გახარიამ ანალიზის ჩაბარება საერთაშორისო ლაბორატორიაში გადაწყვიტა და მისი თქმით, მიღებულ შედეგს გაასაჯაროვებს. 

ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა "ოცნების" გამოძიების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა მე.  იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულაციების შესაძლებლობა, მე არ ჩავაბარებ ამ ტესტს არაკომერციულ ლაბორატორიაში, არამედ გადავდგამ ამ ნაბიჯს, დავკარგავ ერთ მნიშვნელოვან დღეს წინასაარჩევნო კამპანიის, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩავაბარებ  თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი, დროში ინახავს მონაცემებს,  პასუხი გვექნება 2 კვირაში და ინფორმაცია იქნება საჯარო", - თქვა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები