სუს-მა იცოდა, რომ ნინოწმინის ბავშვთა სახლიდან ბავშვებს იტაცებდნენ - სკანდალური ჩანაწერები
გავრცელებულ სკანდალურ ფაილებში, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის ფარულ მოსმენებს ასახავს, საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე. კიდევ უფრო სკანდალურია გავრცელებული, "დანოსში" მოყვანილი ფაქტი, რომლის მიხედვითაც, პანსიონიდან 13 წლის აღსაზრდელი მალულად გაიყვანეს.
სპირიდონ აბულაძე ესაუბრება დეკანოზ ილია კარკაძეს. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პანსიონიდან სასულიერო პირმა 13 წლის გოგონა გაიყვანა და მედიკამენტების მიღება შეუწყვიტა.
მოპოვებული ინფორმაციით, სხალთის მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონ აბულაძემ, ქუთაისის წმინდა სამების სახელობის ეკლესიის დეკანოზს, ილია კარკაძეს აცნობს, რომ ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა ნინოწმინდის პანსიონიდან კურთხევის გარეშე თვითნებურად გადაიყვანა 13 წლის არასრულწლოვანი გოგო ზესტაფონის პანსიონში, სადაც იყენებენ ე.წ. აღზრდის არასწორ მეთოდს. კერძოდ, აღმზრდელებს მოიხსენიებენ დედად და მამად.
აბულაძის განმარტებით, ზემოთ ხსენებულ არასრულწლოვანი დაავადებულია ეპილეფსიით და საჭიროებს სათანადო მედიკამენტებით მკურნალობას, რომლის მიწოდებაც თვითნებურად შეუწყვიტა. - ნათქვამია დოკუმენტში.