იდენტიფიცირებულია პირი, ვინც მღვდლებს, მონაზვნებს და ეპისკოპოსებს უსმენდა - კვალი ივანიშვილამდე მიდის
იდენტიფიცირებულია ადამიანი, ვინც სუს-ის თანამშრომლების მოთხოვნით მღვდლებს, მონაზვნებსა და ეპისკოპოსებს ტელეფონებს უკანონო მოსმენაზე რთავდა.
დოკუმენტებით დგინდება, რომ ეს ავთანდილ თაბუნიძეა. თაბუნიძის საშუალებით კი კვალი ბიძინა ივანიშვილამდე მიდის.
მოსმენების სამსახურის ხელმძღვანელობამდე თაბუნიძე ივანიშვილის კომპანიების "ქართუ ბანკისა" და "შპს ბურჯის" სპეცტექნიკის ინჟინერი წლების განმავლობაში იყო.
მას მოსმენების სამსახური ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩააბარეს.
"ტვ პირველმა" თაბუნიძე ჩაწერა, მან დაადასტურა რომ წლების მანძილზე სუს-ში მუშაობდა, თუმცა ამბობს, რომ მან სამსახური დატოვა.
რაც შეეხება მოსმენებს და პასუხისმგებლობის საკითხს, სუს-ის მაღალჩინოსანი ამ საკითხზე ამბობს, რომ "ეს თემა სასაცილოდ არ ჰყოფნის".
სკანდალური დოკუმენტები, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ 13 სექტემბერს გავრცელდა. საიდუმლო ფაილები სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, ინფორმაციას შეიცავს.