პროკურატურა თავის თავს ხომ არ დაისჯის? - ელისაშვილი სკანდალურ ფაილებზე

14.09.21 10:50
პროკურატურა თავის თავს ხომ არ დაისჯის? - ელისაშვილი სკანდალურ ფაილებზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სუს-იდან გამოჟონილ სკანდალურ ფაილებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ საქმის ობიექტურად გამოძიების არ სჯერა. 

არაფერი მოულოდნელი ამ ჩანაწერებში არ ყოფილა, იმიტომ, რომ ისედაც ვიცით, რომ უშიშროების სამსახური ჩვენი მოსმენით და თვალთვალით არის დაკავებული. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, ასე იყო სააკაშვილის დროსაც, ასეა ახლაც. ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი პროკურატურა მიუკერძოებელ გამოძიებას ჩაატარებს, თავის თავს ხომ არ დაისჯის? ოპოზიციის ფუნქცია არის ის, რომ ამაზე ვიყვიროთ, ეს გავაპროტესტოთ, - ამბობს ელისაშვილი. 
 

ინტერნეტში გავრცელდა ფაილები, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ ეს სუს-ის მოსმენების ამსახველი დოკუმენტებია.