"ქართული ოცნების" იერიში ეკლესიაზე - სუს-ი მამა გიორგი მამალაძესაც უსმენდა

14.09.21 11:07
"ქართული ოცნების" იერიში ეკლესიაზე - სუს-ი მამა გიორგი მამალაძესაც უსმენდა

გავრცელებულ სკანდალურ ფაილების მიხედვით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარულ მოსმენებს ასახავს, სასულიერო პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც უსმენდნენ, მათ შორის იყო ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. 

ე.წ. დანოსებში სუსი ციხეში პატიმარ მღვდელს უსმენდა. ,  ციხის გარეთ კი მამალაძის  ოჯახის წევრების საუბრები კონტროლდებოდა. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, დეკანოზი მამალაძე ციხიდან საპატრიარქოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს დაუკავშირდა და სთხოვა სოსო ოხანაშვილთან შეხვედრა.

მ/წ 13 თებერვალს დეკანოზი დაუკავშირდა საპატრიარქოს დაცვის ანალიტიკური სამსახურის ყოფილ უფროსს ტარას შავშიშვილს, რომელსაც კვლავ სთხოვა პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილთან დაკავშირება. გ. მამალაძის თქმით, მასთან საპატიმროში შესული მიტროპოლიტები: ,,შიო მუჯირი და ანდრია გვაზავა, განმარტებების გაკეთებას სთხოვენ, ი. ოხანაშვილის მიერ მღვდელმთავრებზე თვალთვალის განხორციელების, ასევე მისი სამხედრო დაზვერვასთან კავშირის შესახებ და ავალებენ ამ საკითხზე პატრიარქისთვის წერილის მიწერას”. დეკანოზის თქმით, აღნიშნულ თემაზე დასამალი არაფერი არაა, თუმცა ამ საკითხზე ილია მეორესთან განმარტებები უნდა გააკეთოს თავად ი. ოხანაშვილმა და ამ უკანასკნელთან მეგობრობის გამო მას (გ. მამალაძეს) არ უნდა სთხოვდნენ პასუხს", - აღნიშნულია ჩანაწერებში.

მოპოვებული ინფორმაციით, სუს-ი ისეთ საკითხების ჩაწერსასაც ახორციელებდა, რომელიც პირადი და მატერიალური მდგომარეობის  დეტალებს ეხება.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აქტიურად განიხილავს დეკანოზის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და ბიზნეს აქტივების გაყიდვის შესაძლებლობებს.

 თორნიკე მამალაძე თავის ძმასთან მალხაზ მამალაძესთან საუბარში აღნიშნავს, რომ გეგმავს ქ. ქობულეთში ნაქირავებ ფართში (მისამართი უცნობია) განთავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრის ,,ჰეფი დეი”-ს დაკეტვას და მათ მფლობელობაში არსებული ინვენტარის დაახლოებით 15 000 ლარის ფარგლებში რეალიზაციას."აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გ. მამალაძის ოჯახს სხვადასხვა საოჯახო პირობების გამო დაუგროვდათ ვალები. რის გამოც გადაწყვიტეს ზემოხსენებული ინვენტარის გაყიდვა", - აღნიშნულია ჩანაწერში.

დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე მსგავსი შინაარსის საუბრის არსებობას ადასტურებს.

თითოეული დეტალი ამ წუთას აღმიდგა, თითოეული დეტალი არის სიმართლე. რა თქმა უნდა, ვადასტურებ. ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში. ეს არის სრულიად ამორალური, სამარცხვინო საქციელი.  ჩვენ ვცხოვრობთ არა სახელმწიფოში, არამედ ჩამოშლილ ნანგრევებში, სადაც უსაფრთხოების სამსახურს აქვს უფლება ყველფარის, შემოიჭრას ჩემ პირად სივრცეში და ეს ყველაფერი აღბეჭდონ და შემდეგ კომპრომატებად გამოიყენონ", - ამბობს თორნიკე მამალაძე.