ნუ გვისმენ! - დაპირისპირება ქუთაისის მერიასთან
ხმაური ქუთაისში - მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აქციას დაპირისპირება მოჰყვა. ნიკა ნარსიამ შენობის შესასვლელთან სტიკერი წარწერით "ნუ გვისმენ" გააკრა. ოპოზიციის წევრმა ამ ქმედებით სუს-ის მიერ ფარული მიყურადება გააპროტესტა.
ნარსიას წინააღმდეგობა მერიის დაცვის სამსახურის წარმომადგერნელმა გაუწია და მას სტიკერების გაკვრის საშუალება არ მისცა.