"მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ" - ღარიბაშვილი სუს-ის ჩანაწერებზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუს-იდან გამოჟონილ ფარული მიყურადების ფაილებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგდგემილ პროვოკაციას უწოდებს. ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბოროტი ძალის მთავარი ამოცანა სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრდიტაციაა.
ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორიც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის, მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციოების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვდელმტავრები და ზოგადად, მთელი სასულიერო პირები. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ როგორი შეტევა განახორციელეს, თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი, სახელმწიფო უწყების სუს-ის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი მუდმივი , პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ, - განაცხადა პრემიერმა.