რეჟიმის პოლიციამ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა - მათი სამიზნე სამაუწყებლო აპარატურის დაზიანებაა

02.02.25 18:58
რეჟიმის პოლიციამ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა - მათი სამიზნე სამაუწყებლო აპარატურის დაზიანებაა

საპროტესტო აქციაზე რეჟიმის პოლიციამ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა -  მათი სამიზნე სამაუწყებლო აპარატურის დაზიანებაა. 

იყო მცდელობა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დასხმოდნენ და აპარატურა გაეტეხათ. 

ბოლო ინფორმაციით, თბილისის გასასვლელში, ავტომაგისტრალზე აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს. მოქალაქეები პოლიციამ ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა.

მანამდე აქციაზე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, დაკავებულები არიან, "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე.

მსგავსი სიახლეები