"ტვ პირველი", "მთავარი", "ფორმულა" - ოცნება კრიტიკულ მედიას მუშაობას უწუნებს და ბრიფინგს უძღვნის

14.09.21 12:12
"ტვ პირველი", "მთავარი", "ფორმულა" - ოცნება კრიტიკულ მედიას მუშაობას უწუნებს და ბრიფინგს უძღვნის

მმართველი პარტია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" ოფისში მედიამონიტორინგის პრეზენტაცია გაიმართა. "ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი ტელეკომპანების "ტვ პირველის", "მთავარის" და "ფორმულას" სიუჟეტები პირდაპირ ეთერში განიხილა.

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერდება გარკვეული ტელეკომპანიების ხელისუფლების მიმართ დეზინფორმაციის და ზიზღის კამპანია. "ქართული ოცნების" კომუნიკაციების ჯგუფმა შეისწავლა მედიაში არსებული გარემო, რათა გამოევლინა ინფორმაციის ცალმხრივი, დაუბალანსებელი და  მანიპულაციური გაშუქება.

სიუჟეტები გაანალიზდა 1-დან 12 სექტემბრის შუალედში "ტვ პირველზე" იყო 65 სიუჟეტი, "ფორმულაზე" - 38, "მთავარ არხზე" - 82, ჯამში 185 სიუჟეტი გამოვავლინეთ, რომელიც დანამდვილებით არის დეზინფორმაციული ", - ამბობს პაპუაშვილი.