ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი პირი, ივანიშვილი, ჰყავს - მიხეილ სააკაშვილი სუს-ის ჩანაწერებზე

14.09.21 12:23
ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი პირი, ივანიშვილი, ჰყავს - მიხეილ სააკაშვილი სუს-ის ჩანაწერებზე

სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო მასალებს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი მომხდარში ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას ხედავს და წერს, რომ ოლიგარქის მიზანი სახელმწიფო ინსტიტუციების განადგურებაა. 

ამ ყველაფერს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი და ერთი გამკეთებელი ჰყავს, ეს არის - ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანა არის განადგურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის. მან, პრაქტიკულად, გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და იქიდან გადმოიტანა, მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, არ გამოუვიდა ჯერჯერობით და მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა, მე ვარ ამის მოწმე,  ქართული ეკლესია და ყოველთვის პატრიარქის პირადი მტერი იყო, მე ვარ ამის მოწმე, არაერთხელ.

ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ და აქედან წარმოდგა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები