"ხარებას" მოადგილე, მირზა კეზევაძე "ტვ პირველის" ჟურნალისტს თავს დაესხა

02.02.25 23:00
"ხარებას" მოადგილე, მირზა კეზევაძე "ტვ პირველის" ჟურნალისტს თავს დაესხა

ინცინდენტი აღმაშენებლის ხეივანზე -  საპროტესტო მსველობისას ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) გამოჩნდა. 

"ხარებას" აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ, მისი გარემოცვა, ნღბიანები კი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. 

ადგილზე ფაქტის გადასაღებად მისულ ჟურნალისტს, გდდ-ის უფროსი, სანქცირებული მირზა კეზევაძე თავს დაესხა, ტელეფონი წაართვა და დაუზიანა. 

"ხარებას" რაზმის წარმამადგენელთა მხრიდან იყო მცდელობა, რომ მიკროფონი წაერთვათ "ფორმულას" ჟურნალისტისთვის. 

მსგავსი სიახლეები