სუსი ბესელიასაც უსმენდა - "ოცნების" ყოფილი წევრი ჩანაწერისნ ავთენტურობას ადასტურებს
სუსი ეკა ბესელიასაც უსმენდა. პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ადასტურებს, რომ საუბარი, რომელიც საიდუმლო ფაილებში არის მასსა და სასულიერო პირს შორის, ნამდვილად შედგა.
ჩანაწერის მიხედვით ეკა ბესელია დავით ჭინჭარაულს აცნობს ინფორმაციას, რომ ის დაუკავშირდა კობახიძეს და შეატყობინა, რომ აუცილებელია საკითხის განხილვა ნარკოლიბერალიზაციის შესახებ.
მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწემ, დავით ჭინჭარაულმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან საუბრისას უარყოფითად შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნებისას სახალხო დებატების დროს ოპონენტების მისამართით გაჟღერებული ლანძღვა-გინება და ზღვარგადასული ქმედებები, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მკაცრი ზომების მიღება რასაც დაეთანხმა ეკა ბესელია", - აღნიშნულია ჩანაწერში.
ბესელია ტოტალურ მოსმენებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
ის რაც იქ არის, ჩანაწერში ნამდვილად ხდებოდა ეს, რაც ნიშნავს, რომ ან უსმენდნენ, ან იღებდნენ, ყოველ შემთხვევაში, უკანონო, კონსტიტუციური ნორმის დარღვევაა, ისედაც არავის მოსმენა არ შეიძლება მოსამართლის ბრძანების გარეშე. მით უფრო, არ შეიძლება, როცა ეხება პარლამენტის წევრს, კომიტეტის თავმჯდომარეს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ეს არის სკანდალი, ეს არის საგანგაშო. ამას უნდა მოჰყვეს საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, თუ ამას აზრი ექნება, ფორმალურად მაინც.
ეს არის უდავო ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ტოტალურად და მასობრივად ყველას მოსმენა ხორციელდებოდა უკანონოდ", - ამბობს ეკა ბესელია.