პასუხს გავცემთ შეთქმულებაში მონაწილე ყველა მოღალატეს - ღარიბაშვილი რეპრესიებს აანონსებს

14.09.21 13:42
პასუხს გავცემთ შეთქმულებაში მონაწილე ყველა მოღალატეს - ღარიბაშვილი რეპრესიებს აანონსებს

საქართველოს პრემიერი არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ რეპრესიებს აანონსებს -  პრემიერი ანგარიშსწორებით ემუქრება ყველას, ვინც, მისი თქმით,  ხელისუფლების წინააღმდეგ პროვოკაციებს აწყობს.

ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, შეიძლება, ვიღაცეებს კიდევ ჰქონდეთ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, იქნება ნულოვანი კომპრომისი ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს,  ყველა მოღალატესა და ჩვენი ქვეყნის მტერს - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.