სუსი აგენტებისგან ინფორმაციას 150 ლარად ყიდულობდა - საიდუმლო ფაილები (ვიდეო)

14.09.21 13:07
სუსი აგენტებისგან ინფორმაციას 150 ლარად ყიდულობდა - საიდუმლო ფაილები (ვიდეო)

გაშიფრულია სქემა, როგორ მუშაობდა სპეცდანაყოფი, რომლის ფუნქციაც ადამინების მოსმენა, ჩაწერა და პირადი კომუნიკაციის მასალების დაარქივება იყო.

გავრცელებული ფაილებიდან, ირკვევა რომ სასულიერო პირების, ჟურნალისტების პოლიტიკოსების და არასამთავრობო სექტორის დასასანტაჟებლად კომპრამატებს სუს-ის მესამე სამმართველოს თანამშრომლები აგროვებდნენ. 

გავრცელებული დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ აგენტურული ქსელი საქართველოს საპატრიარქოშიც მუშაობდა. 

მოპოვებულია დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სუს-ი კონკრეტულ პირებს ინფორმაციის სანაცვლოდ ოპერატიული სახსრებიდან თანხას უხდიდა, ინფორმაციის ღირებულება კი ზოგიერთ შემთხვევაში 150 ლარით ფასდებოდა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ე.წ წყაროების გამასპინძლებაც რესტორნაში. დაშიფრული ფაილების მიხედვით, კონკრეტულ პირებზე ჭორების მოსმენაში სუსი ათეულობით ათას ლარს ხარჯავდა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები