მოვითხოვ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი გადადგეს - მამუკა ხაზარაძე

14.09.21 13:10
მოვითხოვ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი გადადგეს - მამუკა ხაზარაძე

სუს-იდან სკანდალური ფაილების გამოჟონვის შემდეგ, პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის, გადადგომას ითხოვს. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე გიორგი გახარიას და ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღონ იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც  მათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს. 

მე მოვითხოვ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი გამოვიდეს, გააკეთოს განცხადება და გადადგეს. მოვითხოვ, რომ გადადგეს შს მინისტრი და პასუხისმგებლობა აიღოს გახარიამ და ღრაიბაშვილმა იმ ქმედებებზე, რასაც ისინი აწარმოებდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამბობს ხაზარაძე.