"იარაღი მაქვს, მზად ვარ, ჩემი ხელით მივაყენო კედელთან" - ვინ ამზადებდა ივერი მელაშვილის ლიკვიდაციას?

14.09.21 15:07
"იარაღი მაქვს,  მზად ვარ, ჩემი ხელით მივაყენო კედელთან" - ვინ ამზადებდა ივერი მელაშვილის ლიკვიდაციას?

გავრცელებული, სკანდალური დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გასამართლებული ივერი მელაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლების კრებსის თანახმად, "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის", წარმომადგენელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე,  ბრალდებული კარტოგრაფის ლიკვიდაციის გეგმას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს, დიმიტრი ქართველიშვილს, უმხელს

მე ტაბელური იარაღი მაქვს, ოთხი მჭიდით და მზად ვარ, ჩემი ხელით მივაყენო კედელთან და წავიდე ციხეში" - აცხადებს გავრცელებული ფაილების თანახმად, ლორთქიფანიძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთან საუბრისას. 

ოპერატიული ცნობის თანახმად, ქართული შეირაღებული ძალების მაღალჩინოსანს ლორთქიფანიძესთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს.

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა დიმიტრი ქართველიშვილმა აცნობა, რომ მ/წ 30 იანვარს იმყოფებოდა დავით გარეჯის მონასტერში. სადაც ამავე დროს ტერიტორიაზე იყო ივერი მელაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტებთან ერთად. დ. ქართველიშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ უდაბნოს მკვიდრი მოსახლეობა (სვანები) ემუქრებიან ი. მელაშვილს და შეხვედრის შემთხვევაში ფიზიკურად გაუსწორდებიან ამ უკანასკნელს. თავის მხრივ, დ. ლორთქიფანიძემ განაცხადა - არ უნდა შევარჩინოთ, მე ტაბელური მაკაროვი მაქვს, 4 მჭიდით, მზად ვარ, ჩემი ხელით მივაყენო კედელთან და წავიდე ციხეში"- წერია დოკუმენტებში.