მოვითხოვ, ამ ჩანაწერებზე მოხდეს ჩემი დაკითხვა - მამუკა ხაზარაძე
"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე მის დაკითხვას მოითხოვს. ხაზარაძის თქმით, გამოძიება ასევე უნდა დაიწყოს ე.წ. გახარიას წერილის საქმეზე.
მოვითხოვ, ამ ჩანაწერებზე მოხდეს ჩემი დაკითხვა, ასევე მოვითხოვ გახარიას წერილის გამოგზავნაზე, რომელიც მან ბადრი ჯაფარიძეს გადასცა კაბინეტში და ეს საქმე უკვე 2 წელია დევს.ყველაფერზე პასუხი უნდა გაეცეს თუ ჩვენ გვინდა ნორმალური ქვეყნის აშენება, უნდა ითქვას სიმართლე, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. ესეთი ადამიანები, რომლებიც გუშინ დანაშაულებს ჩადიოდნენ და დღეს პოლიტიკოსებად გვევლინებიან, თუ ამას საზოგადოება მხარს დაუჭერს, ვიქნებით სულ გაუბედურებულ სიტუაციაში ყოველთვის", - ამბობს ხაზარაძე.