"ქართული ოცნება" ნიკა მელიას იმუნიტეტს კიდევ ერთხელ შეუჩერებს

14.09.21 15:37
"ქართული ოცნება" ნიკა მელიას იმუნიტეტს კიდევ ერთხელ შეუჩერებს

"ქართული ოცნება" ნიკა მელიას იმუნიტეტს კიდევ ერთხელ შეუჩერებს. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ სესიაზე უნდა მიიღოს. საკითხის განხილვის გადაწყვეტილება დღის წერიგში მას შემდეგ დადგა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა პარლამენტი საკუთარი სურვილით დატოვა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნება" პოლიტიკურ აფექტშია.

 ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური აფექტი. ანუ ყველაფერს აკეთებენ საკუთარი თავის გასამხნევებლად იმიტომ, რომ იმენად მძიმე მდგომარეობა აქვთ, მათ შორის, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში, რომ ყველანაირად ცდილობენ პოლიტიკურ აფექტს რაც ახასიათებს პოლიტიკური გუნდისთვის ის აკეთონ, მათ შორის, საპროცედურო სხდომა ჩანიშნონ, - ამბობს დეკნაოიძე.