პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება იგეგმება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ - მდინარაძე

14.09.21 15:43
პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება იგეგმება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ  - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებას გეგმავს. 

გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი, პარტნიორი ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების, თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის შესახებ, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მისი კუთვნილი ტელეკომპანიები საქართველოში წლებია, აწარმოებენ. ამ კამპანიის მორიგი გამოხატულება იყო გარყვნილება, რომლებიც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერებში ვიხილეთ და ეს ახლაც გრძელდება. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი, პარტნიორი ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების, თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების ადამიანებს შეიძლება, მოუვიდეთ თავში აზრად მათი გავრცელება", - ამბობს მდინარაძე. 

მდინარაძე რეაგირებისკენ  საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს. 

კატეგორიულად ვაფრთიხლებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან, ამასთან დარწმუნებულნი ვართ, თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამზრახველები გახდებიან.

სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველა ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად. გარდა ამისა, მინდა დავამატო, რომ ორი დღის განმავლობაში ამ კამპანიის ფარგლებში მიდის მსგავსი ქმედებები. მაგალითად, გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ, მიდის კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პირადად მე ვისაუბრე მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლამდე ჩანაწერებზე და თითქოს ყურადღება არ გამიმახვილებია ამის შემდეგ ჩანაწერების შესაძლო არსებობაზე. ორჯერ კითხვების საპასუხოდ გავიმეორე იმ შესაძლებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თუ ასეთი რამ ვინმემ ჩაიწერა, გაავრცელა, დაამონტაჟა და ა.შ. ამის შესახებ მალე იქნება ცნობილი. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მართლაც არის აქ რაღაც ინფორმაცია, ტყუილი და მართალი ერევათ“,- ამბობს მდინარაძე.