ოპოზიციამ ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას კარგი ურთიერთობა აქვთ - მაჭარაშვილი

14.09.21 16:04
ოპოზიციამ ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას კარგი ურთიერთობა აქვთ - მაჭარაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კარგი ურთიერთობა ოპოზიციამ ვერ აიტანა. მმართველი გუნდის წევრი სუს-იდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებს ხელისუფლების ოპონენტების ფაბრიკაციად მიიჩნევს. 

ოპოზიციამ ვერ მოისვენა და ვერ აიტანა, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობები. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ბოლო თვეების განმავლობაში და ბუნებრივია, ახლა რაღაც ფაბრიკაციას მიმართა და უნდა, რომ რაღაცნაირად  დააზიანოს ეს ურთიერთობები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ მრავალი ასეული წლის ურთიერთობები საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის არ დაზიანდება, - ამბობს მაჭარაშვილი.