სუსი კი არა, სახელმწიფო საშიშროების სამსახურია - პატრიარქის ახლო გარემოცვა ფაილების ავთენტურობას ადასტურებს

14.09.21 17:01
სუსი კი არა, სახელმწიფო საშიშროების სამსახურია - პატრიარქის ახლო გარემოცვა ფაილების ავთენტურობას ადასტურებს

პატრიარქის ახლო გარემოცვა სუსიდან გამოჟონილი ფაილების ავთენტურობას ადატურებს. არქიმანდრიტმა  კონსტანტინე ჭინჭარაულმა  "პირველებთან" ინტერვიუში სუს-ის  ოპერატიული ცნობების ნამდვილობა დაადასტურა. 

სასულიერო პირის  დავით ჭინჭარაულის ძმა აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესა და მას შორის საუბარი ჯვრის მონასტრის პრობლემებთან დაკავშირებით ნამდვილად გაიმართა.

მაშინ კობახიძე თავმჯდომარე იყო პარლამენტის, ვთხოვეთ დახმარება რომ არის უკანონოდ, მაჟორიტარი იყო ხუნდაძე და დავითმა სთხოვა მაშინ როგორც მახსოვს", - ამბობს სასულიერო პირი. 

არქიმანდრიტი კონსტანტინე გამოძიებას და ყველა პირის კანონის მიხედვით დასჯას ითხოვს.

 ისმინონ ცუდს რას ვამბობ დასამალი არაფერი არ მაქვს. რაც გამოიკვეთა სუსი არ არის უფრო არის სსს - სახელმწიფო საშიშროების სამსახური. როცა მოძღვარს ურეკავს მრევლის წარმომადგენელი ეგ იგივე აღსარების საიდუმლოებაა, დაცული არის კონსტიტუციის მიერ", - ამბობს ჭინჭარაული.