"ოცნება" ხელისუფლების შენარჩუნებას კომპრომატების ომით ცდილობს - ბუაძე

14.09.21 17:21
"ოცნება" ხელისუფლების შენარჩუნებას კომპრომატების ომით ცდილობს - ბუაძე

"ლელოს" წევრი, საბა ბუაძე, ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლების შენარჩუნებას ბინძური, ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობს. მისი თქმით, ამის დასტურია მამუკა მდინარაძის მიერ დაანონსებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებაც. 

ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი იარაღი ახლა ხელისუფლების შესანარჩუნებლად არის სწორედ კომპრომატებით ომი, არის ადამიანების დაშინება და დათრგუნვა და პირდაპირ დააანონსა ახლა მდინარაძემ, რომ გამოქვეყნდება რაღაც ტიპის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები და საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს, რომ ყველა ასეთი ჩანაწერი გამოქვეყნებულია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში და ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მეტოქეების გასანადგურებლად იყენებს ამ უბინძირეს ბოლშევიკურ მეთოდებს , - ამბობს ბუაძე.