რა იქნება არჩევნების შემდეგ, ამის პროგნოზირება მიჭირს - სალომე სამადაშვილი

14.09.21 18:51
რა იქნება არჩევნების შემდეგ, ამის პროგნოზირება მიჭირს - სალომე სამადაშვილი

,,ეს არის ხელისუფლება, რომელიც წავა ყველაფერზე, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ტვ პირველის ეთერში განაცხადა. სამადაშვილის თქმით, ჩვენს ქვეყანაში არ არის დაცული ადამიანის უფლება, მათ შორის ხელისუფლების ტოტალური თვალთვალის გამო აღსარების საიდუმლოების დაცვასაც ვერ ახერხებენ. 

ამიტომაც მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს,  ამ არჩევნებზე ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი უფლება, რომ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები, არჩევნების შემდეგ რა იქნება, ამის პროგნოზირება ძალიან მიჭირს. დღეს მთავარი რიგის ამოცანა არის, რომ გაბრაზდეთ, მიხვდეთ, რომ არავის აქვს უფლება, მოუსმინოს თქვენს პირად საუბარს, შემოიჭრას თქვენს პირად სივრცეში. წარმოიდგინეთ ის ადამიანები, ვინც აღსარებას აბარებდა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ აღსარების საიდუმლოს დაცულობა არ არის, რადგან სხვებთან ერთად ისინიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არიან. ამიტომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს, სისტემის ნგრევა ადგილობრივ არჩევნებზე, 2 ოქტომბერს უნდა დაიწყოს! - აცხადებს სალომე სამადაშვილი.