გარყვნილები მოიკითხეთ თქვენს გარშემო, ბევრი გყავთ ასეთი - ინგა გრიგოლია ,,ქართულ ოცნებას"

14.09.21 20:45
გარყვნილები მოიკითხეთ თქვენს გარშემო, ბევრი გყავთ ასეთი - ინგა გრიგოლია ,,ქართულ ოცნებას"

,,გარყვნილები მოიკითხეთ თქვენს გარშემო, ბევრი გყავთ ასეთი"- ტვ ,,პირველის" წამყვანი და პოლიტიკური თოქშოუების პროდიუსერი, ინგა გრიგოლია, ,,ქართულ ოცნებას" პასუხობს. ჟურნალისტის განცხადებით, ასეთი არაეთიკური ქმედება იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ სახეზეა ,,ქართული ოცნების" დასასრული.

მინდა, მივმართო ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, რომელმაც გარყვნილები გვიწოდა. მათ შორის განსაკუთრებული აქცენტები გააკეთა დიანა ტრაპაიძეზე.  

დღეს მივხვდი, რომ სახეზეა თქვენი დასასრული, ბატონო მმართველი პარტიის თავმჯდომარევ! რადგან თქვენ მიადექით დიანა ტრაპაიძეს, ადამიანს, რომელიც საქართველოში ყველაზე ობიექტური ჟურნალისტია, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის სინდისია და გამოირჩევა ეთიკითა და ობიექტურობით. როცა სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე გარყვნილს უწოდებს, ნათლად ჩანს, რა ისტერიკაშია ,,ქართული ოცნება". 

მინდა, ვუთხრა ,,ქართულ ოცნებას", გარყვნილები მოიკითხეთ თქვენს გარშემო, ბევრი გყავთ ასეთები - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ტვ პირველის ჟურნალისტმა, დიანა ტრაპაიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა: ,,რაში აწყობთ ,,ნაციონალებს" კომპრომატის გამოქვეყნება, თუ ის 2012 წლამდეა ჩაწერილი". ამის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ,,გარყვნილი" უწოდა დიანა ტრაპაიძეს.