მივმართავთ ტელევიზიებს, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

15.09.21 11:25
მივმართავთ ტელევიზიებს, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე, მედიასაშუალებებს სუს-ის საიდუმლო ჩანაწერების გადაცემას სთხოვს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საკუთარ განცხადებაში წერს, რომ მასალების გასაჯაროვება წინასაარჩევნოდ ქართული ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.

სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროვებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ.

სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროვების დეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი.

საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები.

პ.ს. უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროვება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა,  - წერს დეკანოზი.