კომისიას უფლება ექნება, ივანიშვილი დაიბაროს პარლამენტში გამოკითხვაზე - სამადაშვილი

15.09.21 11:42
კომისიას უფლება ექნება, ივანიშვილი დაიბაროს პარლამენტში გამოკითხვაზე - სამადაშვილი

სუსი-დან გამოჟონილ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს. ფრაქცია "ლელო" წევრის, სალომე სამადაშვილის, აზრით, კომისია უფლებამოსილი იქნება, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში დაიბაროს და განმარტებები მოსთხოვოს. 

ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულ საკითხებს აკონტროლებს, მაშ შორის სწორედ მოსმენების, მიყურადების, უშიშროების მუშაობა არის მისთვის პრიორიტეტული საკითხი, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად ინფორმირებული არის და შეიძლება ითქვას, ჩართულიც. მე მაგალითად, საგამოძიებო კომისიის შექმნას იმ თვალსაზრისითაც დავუჭერდი მხარს, რომ კომისიას უფლება ექნება, მათ შორის, ივანიშვილიც დაიბაროს პარლამენტში გამოკითხვაზე, ჩემთვის ეს საინტერესო იქნებოდა", - თქვა სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სკანდალურმა ჩანაწერებმა სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ როგორც პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, ასევე უმაღლეს სასულიერო პირებსა და მასწავლებლებს.