„ოცნების „კაგებეშნიკური“ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან - მამუკა ხაზარაძე

15.09.21 12:04
„ოცნების „კაგებეშნიკური“ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის თქმით, "ქართული ოცნების" „კაგებეშნიკური“ სისტემა, რომელიც პოლიტიკურ, სამოქალაქო, ჟურნალისტურ და ბიზნეს საქმიანობაში ხელის ფათურთან ერთად საეკლესიო ცხოვრების და აღსარების საიდუმლოების საკრალურ სფეროსაც მისწვდა, 2 ოქტომბერს აუცილებლად უნდა დასრულდეს. ხაზარაძე და პარტია "ლელო" საიდუმლო ფაილების საქმეში ჩართულ ყველა პირს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თანამოქალაქეების თვალთვალი და  საჯაროდ ამხილონ უკანონო ბრძანებების გამცემები, სხვა შემთხვევაში, მათი თქმით, ქართული საზოგადოებისგან უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი და ზნეობრივი სასჯელი ელით. 

21-ე საუკუნის ეროვნული სირცხვილი - ნაცმოძრაობის დროს დაწყებული და შემდეგ კი ოცნების, როგორც ამ ჩანაწერებით ჩანს, გადმობარებულ, განვითარებული ამორალური, მოქალაქეების ტოტალურ თვალთვალზე, შანტაჟზე და კონტროლზე დაფუძნებული მმართველობა - 2 ოქტომბერს წარსულს უნდა ჩავაბაროთ.

ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, რაზეც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. ეს არის ადამიანობის და ზნეობის ფუნდამენტური საკითხი, რომელზეც ყველას, ვისაც ადამიანური სახე არ დაუკარგავს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი დამოკიდებულება - აბსოლუტური მიუღებლობა.

ლელო მიმართავს ყველას, ვინც ამ სიბინძურეშია ჩართული და ნაცმოძრაობიდან ოცნებაში უპრობლემოდ გადაბარგდა: ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ახალ ხელისუფლებასაც დასჭირდებით და გიმსახურებთ;


; თუ ამას თავად არ გააკეთებთ დღეს, ხვალ ქართული სახელმწიფოსგან და ქართული საზოგადოებისგან გელით უმკაცრესი სისხლის სამართლებრივი და ზნეობრივი სასჯელი.

პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ამ ბოროტების და ამორალური დანაშაულის ჩამდენი ვერც ერთი პირი - ამ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები კი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისჯებიან, - მამუკა ხაზარაძე