არ აქვს მნიშვნელობა, როდის გაკეთდა ჩანაწერები, პასუხისმგებელია ხელისუფლება - სიმონიშვილი

15.09.21 13:19
არ აქვს მნიშვნელობა, როდის გაკეთდა ჩანაწერები, პასუხისმგებელია ხელისუფლება -  სიმონიშვილი

"საიას" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, უკანონო, ფარული ჩანაწერების დამზადებასა და გავრცელებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. სიმონიშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, დანაშაული სხვას გადააბრალოს. 

ასეთი დანაშაულები არ ყოფილა ჯერ გამოძიებული, არც ერთი დამნაშავე არ ყოფილა დასჯილი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩანაწერები როდის არის გაკეთებული, ვის მიერ არის გაკეთებული, ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში აქვს ამ ყველაფერზე შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ხელისუფლება ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით ცდილობს, თავის პასუხისმგებლობა აირიდოს ამ ყველაფრისგან და პასუხისმგებლობა სხვა აქტორებზე გადაიტანოს", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.