ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მოყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება - კალაძე

15.09.21 13:10
ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მოყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება - კალაძე

დედაქალაქის მოქმედი მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, უკანონო ფარული ჩანაწერების შესახებ გამოძიების დასრულებას ელოდება. კალაძე არ პასუხობს კითხვას, იცოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ტოტალური უკანონო მოსმენების შესახებ.

დაველოდოთ გამოძიებას, გუშინ შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, დაწყებულია გამოძიება - ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს. დაველოდოთ გამოძიებას, ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მოყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება", - ამბობს კახა კალაძე.