უღირს ადამიანებს გამოსდით სიცრუის ტირაჟირება - გიორგი ხოჯევანიშვილი პრემიერის ბარლდებებზე

15.09.21 13:29
უღირს ადამიანებს გამოსდით  სიცრუის ტირაჟირება -  გიორგი ხოჯევანიშვილი პრემიერის ბარლდებებზე

გიორგი გახარიას თანაპარტიელი, გიორგი ხოჯევანიშვილი, პრემიერის ბრალდებებს, თითქოს სუს-იდან სკანდალური ჩანაწერები მისმა ძმამ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, გამოიტანა,  უსაფუძვლოს უწოდებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ უღირს ადამიანებს სიცრუის ტირაჟირება მარტივად გამოსდით. 

საერთოდ გასაკვირია, თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ ჩანაწერების გამოტანა და რამდენად ავთენტურია. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს ობიექტურმა გამოძიებამ. რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, ჩვენ ასეთი ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ, სამწუხაროდ, ამის მერეც შეიძლება მოვისმინოთ, მაგრამ ზოგადად, უღირს ადამიანებს ხშირად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება, - ამბობს ხოჯევანიშვილი.

გიორგი ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს, რომ აგონიაში მყოფმა ხელისუფლებამ მისი თანაგუნდელები დააკავოს.

დღევანდელი ხელისუფლება სრულ აგონიაშია, მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება არის დაფუძნებული შიშზე, თუ რა იქნება შემდგომში მათი ნაბიჯები, ამას ყველა ვიხილავთ, - ამბობს ხოჯევანიშვილი.