"ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა ამ სასტიკ რეპრესიაში, უნდა დაისაჯოს!" - უილსონი

08.02.25 15:52
"ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა ამ სასტიკ რეპრესიაში, უნდა დაისაჯოს!" - უილსონი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ქართველი მოსამართლეებისა და პროკურორების დასანქცირებას ითხოვს - ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე იმ ადამიანთა სიას აქვეყნებს, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს საქმეებს უკერავენ და ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებებს ასრულებენ.

"ყველა, ვინც სასტიკ რეპრესიაში მონაწილეობდა, უნდა დაისაჯოს" - წერს დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრი. 

ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა ამ სასტიკ რეპრესიაში, უნდა დაისაჯოს! თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა." - წერს ჯო უილსონი. 

ჯო უილსონის სიაში მოხვდნენ:

მოსამართლეები:

  • ქეთევან ჯაჭვაძე
  • თამარ მჭედლიშვილი
  • ირაკლი ხუსკივაძე
  • ლელა მარიდაშვილი
  • დავით მგელიაშვილი
  • ნანა შამათავა
  • დავით კურტანიძე
  • ლევან ყოლბაია
  • არსენ კალატოზიშვილი
  • ნინო სახელაშვილი
  • მალხაზ ოქროპირაშვილი
  • თეონა ეპიტაშვილი
  • ნინო თარაშვილი
  • ლელა კალიჩენკო
  • გიორგი გელაშვილი
  • ნათია გუდაძე
  • ნატო ხუჯაძე
  • ზვიად შარაძე
  • მიხეილ ჯინჯოლია

პროკურორები:

  • გიორგი გაბიტაშვილი
  • ზაზა მეტონიძე
  • ლევან გეგეჭკორი
  • გიგა ძნელაძე
  • როინ ხინთიბიძე
  • თამარ იაკობიძე
  • ვაჟა თოდუა
  • გიორგი მუკბანიანი
  • შმაგი გობეჯიშვილი
  • ზვიად გუბელაძე
  • პაატა ცეცხლაძე
  • ნუგზარ ჭიტაძე
  • ანი ხუბეჯაშვილი
  • ანა მეტრეველი
  • ვლადიმერ თურმანიძე
  • თორნიკე გოგეშვილი
  • გიორგი გოგალაძე
  • მიხეილ სადრაძე