,,სტრეტეგია აღმაშენებელმა" სამტრედიაში საარჩევნო კანდიდატები წარადგინა

15.09.21 15:40
,,სტრეტეგია აღმაშენებელმა" სამტრედიაში საარჩევნო კანდიდატები წარადგინა

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა"  სამტრედიაში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისა და პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინა.

პარტიას მუნიციპალიტეტში 16 კანდიდატი ჰყავს. ,,მესამე ძალის" ლიდერების განცხადებით, მოსახლოებას უმუშევრობა, სიღარიბე და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აწუხებს. მათი თქმით, მთავრობა პრობლემების მოგვარების ნაცვლად არჩევნების მოგებას ზეწოლით და ამომრჩევლის  მოსყიდვით ცდილობს.

ჩვენი პარტიის სტრატეგია ის არის, რომ ეს დაპირისპირება მორჩეს და საქმეს მივხედოთ. სამტრედიაში გვყავს გუნდი, რომელიც მართლა საქმის გამკეთებელია. გვინდა, გავარღვიოთ მოჯადოებული წრე არაფრის კეთების, ლანძღვა-გინების, დაპირისპირების, მოსმენების, შანტაჟის და ვაკეთოთ ის, რაც სჭირდება ხალხს - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.