,,ბილაინმა" ქართული ფილიალიდან აბონენეტების მთელი სია გადასცა გახარიას პარტიას - მიხეილ სააკაშვილი

15.09.21 15:07
,,ბილაინმა" ქართული ფილიალიდან აბონენეტების მთელი სია გადასცა გახარიას პარტიას - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთი ჩვენი ქვეყნის საარჩევნო პროცესში ერევა, რისი დასტურიცა ფაქტი, რომ რუსულმა კავშირგაბმულობის კომპანია ,,ბილაინმა" გახარიას პარტიას ქართული ფილიალის აბონენტების სია გადასცა.

რუსულმა კომპანიამ, ,,ბილაინმა", თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას.
ეს კომპანია მთლიანად კონტროლდება რუსული ფეესბე-ს მიერ დღესდღეობით.
ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეესბე-ს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან.
ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში? - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები