არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია ეგზავნებოდა მაღალი რანგის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - მელაძე

15.09.21 15:22
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია ეგზავნებოდა მაღალი რანგის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - მელაძე

ტვ პირველის სიანფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ფარული ჩანაწერები გადარჩეული სახით ეგზავნებოდა მაღალი რანგის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ნოდარ  მელაძის  ინფორმაციით, ფაილებში არსებობს მომსმენი ადამიანების პირადი მიმოწერებიც.

გადმოგზავნილ ფაილებში არის მომსმენი ადამიანების პირადი მიმოწერებიც, რომ უსმენდნენ მღვდლებს ერთმანეთში რაებს ლაპარაკობდნენ. არამარტო მოსმენა ხდებოდა, არამედ გადასმენა, რასაც ვერ ასწრებდნენ საღამოს ღამე რჩებოდნენ და მთელი დღის განმავლობაში ჩაწერილებს შიფრავდნენ და მათი ხელმძღვანელები ელოდებოდნენ, რომელი მღვდელი სად მივიდა, რომელ მონაზონს რა SMS  გაუგზავნა, ბანკიდან რომელ მღვდელთან რა SMS გაიგზავნა. ეს არის საქართველოს ისტორიაში უკანონო მოსმენების  ყველაზე მასშტაბური  უკანონო აქტი, რაც არ შეიძლება იყოს დაუსჯელი, უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული ხელმძღვანელი პირებიდან, ბრძანების გამცემიდან დაწყებული, ეს არის სისტემური დანაშაული. ერთი კონკრეტული ადამიანი არ ყოფილა, ვინც ამას უსმენდა, ამას უსმენდა მთელი ბრიგადა, ამას უსმენდა, კითხულობდა მთელი სახელმწიფო  ელიტა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია მარტო სუს-ში კი არ ილექებოდა, გადარჩეული სახით ეგზავნებოდა, გონივრული ეჭვის სტანდარტით, მაღალი რანგის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, - ამბობს ნოდარ მელაძე.