ფრაქცია ,,ლელო" პარლამენტში სუსი-ს ხელმძღვანელის დაბარებას ითხოვს

15.09.21 15:29
ფრაქცია ,,ლელო" პარლამენტში სუსი-ს ხელმძღვანელის დაბარებას ითხოვს

ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" მოუწოდებს ოპოზიციას, მოხდეს ხმების მობილიზება, რათა პარლამენტში  ჩაინიშნოს საგანგებო რიგგარეშე სესია, ასევე დაბარებულ იქნას გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტში და უპასუხოს საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს.

გადაუდებელი აუცილებლობაა, რომ პარლამენტმა განიხილოს ეს უპრეცედენტო ვითარება, როცა განურჩევლად ყველას უკანონოდ უსმენენ. ამიტომ ,,ლელო" იწყებს კონსულაციებს ოპოზიციასთან, რომ მოწვეულ იქნას პარლამენტის საგანგებო სხდომა და დაბარებული იქნას ბატონი ლილუაშვილი. - განაცხადა ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძემ