როგორც ჩანს, ფარული მიყურადება ჯერ შსს-ს შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ ხორციელდებოდა - ომბუდმსენი

15.09.21 17:03
როგორც ჩანს, ფარული მიყურადება ჯერ შსს-ს შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ ხორციელდებოდა - ომბუდმსენი

სისტემური და უპრეცენდენტო მასშტაბის მიყურადება - ასე შეაფასა სახალხო დამცველმა სუს-იდან გამოჟონილი სკანდალური მასალების საქმე. სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ სუს-ის გარდა ფარულ მოსმენებს შსს-ც ახორციელებდა.

მიმდინარეობდა სისტემური და უპრეცენდენტო მასშტაბის მიყურადება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს, უკანონო მიყურადებას და მოსმენებს საქართველოს მოქალაქეების. არ მაქვს, გულწრფელად რომ გითხრათ, იმის მოლოდინი, რომ ამ დანაშაულის გამოძიება მოხდება ობიექტურად ან ეფექტურად, იმიტომ, რომ არც ერთი მსგავსი, თუნდაც უფრო მცრე მასშტაბის მსგავს დარღვევებზე გამოძიებას არ ჰქონია ეფექტური რეაგირება. საკანონმდებლო ბაზა აძლევს უსაფრთხოების სამსახურს შესაძლებლობას, რომ ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოუსმინოს თითოეულ მოქალაქეს ყოველგვარი ნებართის და ზედამხედველობის გარეშე. ჩვენ რომ გვყავდეს ძლიერი და ეფექტური პარლამენტი და საპარლამენტო ზედამხედველობა, ყველაზე ეფექტური იქნებოდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. მე პირადად არ მეპარება ეჭვი, რომ ეს მოსმენები ხორციელდებოდა და როგორც ამ მასალებიდან ჩანს, ხორციელდებოდა ჯერ შსს-ს შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ, შემდგომ უკვე, შემდგომ წლებში სუს-ის მიერ, - ამბობს ნინო ლომჯარია.