თუ დავინახავ, რომ ეს საკანონმდებლო დარღვევაა, პირადად შევიტან სარჩელს - მამა ნიკოლოზი

15.09.21 17:24
თუ დავინახავ, რომ ეს საკანონმდებლო დარღვევაა, პირადად  შევიტან სარჩელს - მამა ნიკოლოზი

სასულიერო პირები სუსი-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებენ. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ამბობს, რომ დეტალებში გარკვევის შემდეგ ის სამართალდამცავ უწყებებს უკანონო ჩაწერებთან დაკავშირებით მიმართავს. 

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ძალიან დიდი, ქვეყნის მასშტაბით და მე იმედი მაქვს, რომ ეს უმსგავსობა აილაგმება. ეს თვითონ ვისგანაც მომდინარეობს, მან დატოვა წერილი და გვეპატიჟება ჯოჯოხეთში ყველას, ჯოჯოხეთიდან ადამიანი ვერ დაგვპატიჟებს საეკლესიო სწავლების მიხედვით, ჯოჯოხეთში ადამიანი თუ მოხვდა, ვერაფერს და ვერავის ვერ ნახავს, ჯოჯოხეთის პატრონი ვინც არის, ის ნახავს და ეს წერილიც იმისგანაა.  იმის მაგივრად, რომ გამოვიდეთ იმ საშინელი კრიზისიდან, რაშიც ვართ ყველანი, დაგვიწესდა, რომ ყოველი არჩევნების წინ რაღაც სიბინძურე ქვეყნდება. დაზარალებული ნამდვილად ვარ, ველოდები, გავერკვე საკანონმდელო საფუძველში, თუ დავინახავ, რომ ეს საკანონმდებლო დარღვევაა, მეც შევუერთდები ამ მოძრაობას და მეც აუცილებლად, პირადად,  შევიტან სარჩელს", - ამბობს ფაჩუაშვილი.