გაერომ მეგის ქარდავა აიყვანა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ - თეა თუთბერიძე

15.09.21 17:06
გაერომ მეგის ქარდავა აიყვანა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ - თეა თუთბერიძე

გაერომ მეგის ქარდავა აიყვანა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ - ამის შესახებ ,,ნაცმოძრაობის" წევრი, თეა თუთბერიძე, სოციალურ ქსელში წერს. თუთბერიძის ინფორმაციით, უკრაინა მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადაცემას 3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

უკრაინას აეკრძალა მისი ქართული მხარისთვის გადაცემა და ეს დოკუმენტი ძალაშია გამოცემიდან 3 თვის ვადაში!!! 
"ეს პიროვნება (იგულისხმება მეგის ქარდავა) ექვემდებარება გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის სამმართველოს დაცვას. კერძოდ კი, უნდა დაცული იყოს იძულებით იმ ქვეყანაში დაბრუნებგან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. 
ეს სერთიფიკატი ძალაშია გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში -  წერს თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში.

მეგის ქარდავა 2012 წლამდე სამხედრო პოლიციის შეფის პოზიციას იკავებდა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მან საქართველო დატოვა.  ხელისუფლება ქარდავას  ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა.

2017 წელს ქარდავა უკრაინაში დააკავეს. ამ ეტაპზე იგეგმებოდა მისი საქართველოში ექსტრადაცია.