"თვითონ დაგორდა" - "ოცნების" პარტაქტივი "მთავარი არხის" ოპერატორზე
გუშინ ღამით ქარელის საავადმყოფოსთან, სადაც "მთავარი არხის" დაშავებული ოპერატორს პირველად დახმარებას უტარებდნენ, "ოცნების" პარტაქტივი მივიდა. აქტივისტები ამტკიცებდნენ, ოპერატორი ლევან აბლოთია არავის გადმოუგდია და თვითონ დაგორდა. პარტაქტივი ნიკა გვარამიას და ჟურნალისტებს დაუპირისპირდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქარელში, "მთავარი არხის" ოპერატორი, ლევან აბლოთია "ქართული ოცნების" წევრებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს.