ეს არის მათი პერსონალური ტრაგედიაც - ნიკა მელია "ოცნების" ბრალდებებზე

16.09.21 00:45
ეს არის მათი პერსონალური ტრაგედიაც - ნიკა მელია "ოცნების" ბრალდებებზე

პრემიერის ბრალდებებს, თითქოს წინასაარჩევნოდ ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას გეგმავს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, ამორალურ და უზნეო საქციელს უწოდებს. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები "ოცნების" წარმომადგენლების  პერსონალური ტრაგედიაც არის. 

აი, ეს არის პერსონიფიკაცია ამ ამორალურობის, უზნეობის, ერთ-ერთი გახლავთ ბატონი კობახიძე. თავადაც არ სჯერათ იმისი, რასაც საუბრობენ. ეს არის მათი პერსონალური ტრაგედიაც კი. ახალგაზრდა ადამიანები გამოჰყავთ საჯარო სივრცეში, მედიის თანდასწრებით საუბრობენ იმაზე, რაც იციან, რომ არის თავიდან ბოლომდე ტყუილი, - ამბობს ნიკა მელია.