უკნიდან მომეპარა ერთი და კამერის წართმევას ცდილობდა - ,,მთავარი არხის" დაშავებული ოპერატორი
"მთავარი არხის" ოპერატორი, ლევან აბლოთია, ამბობს, რომ მას ქარელში თავს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ. აბლოთიას თქმით, შეხლა-შემოხლის დროს მას ხელი ჰკრეს და მეორე სართულიდან გადააგდეს. ოპერატორი იხსენებს, რომ გადაღებაზე მისულებს "ოცნების" წევრები თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ და ხელს უშლიდნენ.
როდესაც სტენდაფს ვწერდით, გამოვიდა აგრესიული პარტაქტივი, ვინ საიდან გექაჩებოდა, უკნიდანაც მომეპარა ერთი და კამერის წართმევას ცდილობდა და მე რომ ვცდილობდი, რომ კამერა არ მიმეცა, იყო შეხლა-შემოხლა და ფიზიკური ზეწოლა, რის შედეგადაც უკუსვლით მივდიოდი, მაგრამ ვერ გავასწარი", - ამბობს აბლოთია.