გოგაშვილის პარტიას საჯარო მოხელეები და "ოცნების" წევრები შეუერთდნენ
სოსო გოგაშვილის "სახალხო პარტიას" საჯარო მოხელეები და "ოცნების" წევრები უერთდებიან.
დღეს გურიაში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ გოგაშვილის გუნდში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ააიპ საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" დირექტორი, ერეკლე მრელაშვილი, შეურთდა. ამავე შეხვედრაზე გაირკვა, რომ "სახალხო პარტიას" ასევე შეუერთდნენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.