მეორე სართულიდან არა, სახურავიდან გადმოაგდეს - კალაძის ცინიკური პასუხი დაშავებულ ოპერატორზე
"მეორე სართულიდან არა, სახურავიდან გადმოაგდეს", - დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, ქარელში მომხდარ ინციდენტს და ოპერატორს დაშავების ფაქტს ცინიკურად ეხმაურება. კალაძემ გუშინ ქარელში "მთავარის არხის" ოპერატორზე განხორციელებული ძალადობა გაამართლა.
დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა, არასერიოზულად იქცევით, ბიჭი მიდიოდა უკან-უკან, თქვენ მაჩვენეთ კადრი, იმდენ სისულელეს საუბრობთ, ერთმანეთს ეჯიბრებით, როცა ეუბნებიან გადი, არ ვიძლევი, უნდა მიხვდე და გახვიდე, თქვენ ძალადობთ, თქვენ ხართ მოძალადეები, მე თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, უნდა გაჩერდეთ, რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე ფსიქოლოგიურად. თქვენ ხართ პირველები, ვინც ქვეყანაში აღვივებთ შუღლს, ძალადობას, თუ რამე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის საფუძველი და საძირკველი ხართ თქვენ", - ამბობს კალაძე.
ქარელში, "მთავარი არხის" ოპერატორი ,,ქართული ოცნების' ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.