გვაქვს კადრები, როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ირწმუნება, რომ "მთავარი არხის" ოპერატორი, რომელიც "ოცნების" ოფისიდან გადმოაგდეს, თავს კარგად გრძნობდა და ქუჩაში დასეირნობდა. კობახიძის თქმით, ლევან აბლოთია სულ რაღაც 1 მეტრის სიმაღლიდან არის გადმოვარდნილი.
კადრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს 2 მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში. არა მეორე სართულიდან, 2 მეტრიც არ იყო, 1 მეტრი იყო ის ადგილი, სადაც ის გადმოვარდა... ყველაზე უზრდელ და სამარცხვინო ჟურნალისტს რომ უშვებ პროვოკაციის მოსაწყობად ქარელში, ეს მხოლოდ გვარამიას შეიძლება, მოუვიდეს აზრად და ამ უზრდელმა ჟურნალისტმა შეიძლება შეასრულოს,-თქვა კობახიძემ.
"მთავარი არხის" ოეპრატორი ლევან აბლოთია ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.